19:43 | 2021-11-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მასშტაბური რეიდი თბილისსა და რეგიონებში და დაკავებული 13 პირი – პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

მასშტაბური რეიდი თბილისსა და რეგიონებში და დაკავებული 13 პირი – პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

მასშტაბური რეიდი თბილისსა და რეგიონებში, პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი.

 

ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე „კურიერთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ სახლში რამდენიმე ცალი გასროლილი ტყვია იყო მხოლოდ.

 

დაკავებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ აღკვეთი ღონისძიება შეფარდებულია და პატიმრები დუმილის უფლებას იყენებენ.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ.,

 

1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

შეუწყდება თუ არა სოციალური დახმარება ადამიანს, თუ შრომისუნარიანია და მუშაობაზე უარს აცხადებს – რას ამბობს ვიცე-პრემიერი

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X