09:49 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

„მასწავლებელი რომ იყო, წმინდანებად მიგვაჩნდა და დღეს შეხედეთ, საწყალი მასწავლებლები…“- მეუფე იაკობი თანამედროვე სკოლაზე

„მასწავლებელი რომ იყო, წმინდანებად მიგვაჩნდა და დღეს შეხედეთ, საწყალი მასწავლებლები…“- მეუფე იაკობი თანამედროვე სკოლაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მასწავლებლების ხელფასებს ეხმაურება.
მეუფე იაკობმა მარიამობის დღესასწაულის წირვის შემდეგ ქადაგებისას, ყურადღება მასწავლებელთა ანაზღაურებაზე გააკეთა და მან თანამედროვე სწავლების მეთოდი საბჭოთა განათლების სისტემას შეადარა. მეუფე ამბობს, რომ მასწავლებლები წმინდანებად მიაჩნდათ…
იაკობ
როგორ შეიძლება, ღვთისმოყვარე ქართველმა ვიღაცეების ინსტრუქციაზე იაროს - ბოდბელი ეპისკოპოსი
2020-08-29როგორ შეიძლება, ღვთისმოყვარე ქართველმა ვიღაცეების ინსტრუქციაზე იაროს - ბოდბელი ეპისკოპოსი
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდობას ცოდნა-განათლება მივცეთ. არ უნდა სჭირდებოდეთ, რეპეტიტორებთან სიარული, სკოლაში ისეთ განათლებას უნდა იღებდნენ. სკოლა ყველას გვაქვს დამთავრებული და საბჭოთა სკოლა რატომ უნდა სჯობდეს თავისუფალი საქართველოს სკოლას?
მაშინ მასწავლებელი რომ იყო, წმინდანებად მიგვაჩნდა და დღეს შეხედეთ, საწყალი მასწავლებლები… ბოლოს ცოტა გამოუსწორდათ, მაგრამ კიდევ არ აქვთ ანაზღაურება, რაც უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ფიქრობდეს რა აჭამოს ოჯახს და სხვა რამით არ იყოს დაკავებული. მერე ვერ არბენინებენ სხვა საქმეებზე, მარტო გააკეთებს იმას, რომ მიხედოს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას. მადლობელი ვარ თქვენი, როდესაც დიდ ტაძარში ვწირავ ხოლმე, ათასი კაცი მოდის. კიდევ ერთხელ, მადლობა იმ ხალხს, რომელიც გიშლიდათ ტაძარში მოსვლას, პირიქით ტაძარში მოგიყვანათ!” – ამბობს მეუფე იაკობი.
ავტორი: Prime Time

X