22:56 | 2021-01-30 ავტორი: Prime Time

მასწავლებელმა 4 წლის ბავშვი დასჯის მიზნით სიცივეში დატოვა – საქმეს პოლიცია და ბაღის დირექცია იძიებს (საბერძნეთი)

მასწავლებელმა 4 წლის ბავშვი დასჯის მიზნით სიცივეში დატოვა – საქმეს პოლიცია და ბაღის დირექცია იძიებს (საბერძნეთი)

საბერძნეთის განათლების მინისტრი ხალკიდაში მომხდარი შემთხვევის გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას ერთ-ერთი მედია ავრცელებს.

 

საუბარია საბავშვო ბაღის მასწავლებელზე, რომელმაც 4 წლის გოგონა კლასიდან გააგდო, კარი ჩაუკეტა და სიცივეში დატოვა. ეს მან ბავშვის დასჯის მიზნით გააკეთა.

 

ნიკი კერამეოსი წერს, რომ შემთხვევას აუცილებლად სიღრმისეულად გამოიძიებენ და საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს არაადამიანური მოპყრობის ბრალდებას წაუყენებენ.

 

საჩივარში წერია, რომ გოგონა მასწავლებელს ეხვეწებოდა, რომ შიგნით შეეშვა, რადგან ძალიან სციოდა, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა.

 

ირკვევა, რომ საქმეში ჩართულები არიან როგორც საგამოძიებო ორგანოები, ასევე საბავშვო ბაღის დირექტორი.

ავტორი: Prime Time

X