10:01 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

მასწავლებელთა რამდენი პროცენტია ამ ეტაპზე აცრილი – განათლების სამინისტროს განმარტება

მასწავლებელთა რამდენი პროცენტია ამ ეტაპზე აცრილი – განათლების სამინისტროს განმარტება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე არის არის ამ ეტაპზე აცრილი.

.

მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

თუ შემოვარდებით კომენტარებით, არგუმენტებით გამეცით პასუხი - ლაშა უჩავა ექიმის კოვიდით გარდაცვალებას ეხმიანება
2021-08-20თუ შემოვარდებით კომენტარებით, არგუმენტებით გამეცით პასუხი - ლაშა უჩავა ექიმის კოვიდით გარდაცვალებას ეხმიანება

 

„ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ. ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

დგებუაძის თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

„იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X