
“ჯამურად, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებელთა 65%-ია აცრილი”,- ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, თუმცა სკოლებში ინფექციის გავრცელების შესამცირებლად, საჭიროა, რომ მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აიცრას.
“ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს. ზოგიერთ სკოლაში არის შედარებით მაღალი, ზოგან შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია ეს იყოს 80%-ზე მეტი”,- თქვა გაბუნიამ.






















