18:16 | 2020-07-24 ავტორი: Prime Time

მასწავლებლობის მსურველს საგამოცდო ცენტრი შეეშალა… ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები

მასწავლებლობის მსურველს საგამოცდო ცენტრი შეეშალა… ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები

22 ივლისიდან საგამოცდო პროცესს მასწავლებლობის მსურველებიც შეუერთდნენ. აბიტურიენტების პარალელურად ვნებათაღელვა უფროს თაობებშიც გაორმაგდა.

 

ალბათ, დააკვირდებით, რომ არ გასულა არცერთი საგამოცდო წელი, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ფაქტების გარეშე.

 

აბიტურიენტების კურიოზებისა და სამახსოვრო ამბების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში დღეს მომხდარ ინციდენტზე წერს, რომელიც საბედნიეროდ წარმატებით დასრულდა.

 

„ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ისტორიებს, რომლებიც “კადრს მიღმა“ რჩება. დავწერ იმაზე, თუ როგორი უპირობო ერთგულებაა იმ ადამიანებში, რომლებიც საგამოცდო პროცესის მონაწილეები არიან. როგორი პროფესიული სიყვარულით, პატივისცემით აკეთებენ თავიანთ საქმეს.

 

ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი - ეროვნული გამოცდების „რომეოს“ ისტორია
2020-07-21ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი - ეროვნული გამოცდების „რომეოს“ ისტორია

ყველაზე რთული და თავისებურად ამაღელვებელი მომენტია, როდესაც რეგისტრაციის დასრულებამდე და გამოცდის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი რჩება. ყველა მობილიზებულია.

 

თანამშრომლები გარეთ გადიან, რომ გვიან მოსული ცენტრში რაც შეიძლება მალე შემოიყვანონ. ამ ძალისხმევის შედეგია, რომ ბევრი არ გამოეთიშა საგამოცდო პროცესს.

 

დღეს იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ პედაგოგობის მსურველს მისამართი აერია და შეცდომით, #117-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ნაცვლად, #103-ე სკოლაში მივიდა.

 

როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, დაცვის თანამშრომლებმა რომ არ დაეგვიანა, მაშინვე მანქანაში ჩასვეს და თავიანთი მანქანით მიიყვანეს მის საგამოცდო ცენტრში. ზუსტად 7 წუთში გამოცდაც დაიწყო.

 

თითქოს არაფერი… მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანური თანადგომითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დიდი საქმეების კეთება იწყება“,- წერს თეიკო ანჯაფარიძე.

ავტორი: Prime Time

X