
საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.
8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია.
„ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
„საქართველოში რკინიგზით“ მგზავრთა გადაყვანა 31 მარტს შეჩერდა.























