18:17 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

მათი მდგომარეობა მძიმეა, გადაჰყავთ საავადმყოფოში – ნოდარ მელაძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

მათი მდგომარეობა მძიმეა, გადაჰყავთ საავადმყოფოში – ნოდარ მელაძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მარტვილის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

 

„დაშავებულია ტვ პირველის ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. მათი მდგომარეობა მძიმეა, გადაჰყავთ საავადმყოფოში,“ – წერს ნოდარ მელაძე

 

ჭყონდიდის ეპარქიაში კი ხმაური ამ დრომდე გრძელდება.

 

„პრაიმტაიმმა მიიღო ახალი ვიდეომასალა, თუ როგორ განვითარდა იქ მოვლენები, მას შემდეგ, რაც ინცდენტის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

 

კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ დასჯილი სასულიერო პირები და მრევლი რეზიდენციაში შეღწევას, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს.

 

შეგახსენებთ, მარტვილის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი2-ის“ ოპერატორი დათო კოჯარია დაშავდნენ.

 

მათ გარდა დაშავებულები არიან სხვებიც – წინასწარი ინფორმაციით, სულ 10-მდე ადამიანი.

 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ და პასუხის მოლოდინში არიან.

 

ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა,სადაც ახსნილია დეტალურად,თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.

 

დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა - რა ხდება ამ წუთებში მარტვილის ეპარქიაში
2021-03-08დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა - რა ხდება ამ წუთებში მარტვილის ეპარქიაში

 

ავტორი: Prime Time

X