
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრემლის ასეთი გზავნილები ქართულ მხარეს ადრეც ბევრჯერ მოუსმენია.
„კრემლის ასეთი გზავნილები ქართველებს არაერთხელ მოუსმენიათ. მათი სიტყვები მეტად სანდო იქნება თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანენ, უარს იტყვიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. ასევე შეასრულებენ 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს. მე მათ მიერ წინ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ მინახავს“,- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.
ასევე დაგაინტერესებთ:























