15:01 | 2021-11-02 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მათიკაშვილი: მოხარული ვიქნებოდი მენახა ეს დარბაზი სავსე დეპუტატებით, პარლამენტის წევრებით, რომელიც ღირსეულად აღებენ, როგორც გამარჯვეას, ასევე დამარცხებას

მათიკაშვილი: მოხარული ვიქნებოდი მენახა ეს დარბაზი სავსე დეპუტატებით, პარლამენტის წევრებით, რომელიც ღირსეულად აღებენ, როგორც გამარჯვეას, ასევე დამარცხებას

“რომ ერთი მუჭა, თითზე ჩამოსათვლელი, უპასუხისმგებლო, არამშვიდობისმოსურნე და ხშირ შემთხვევაში დამნაშავე პოლიტიკური ლიდერების გარდა, რომლებიც დღესაც ატყუებენ ჩვენი საზოგადეობის გარკვეულ ნაწილს, ცდილობენ დამარცხება გაასაღონ გამარჯვებად, რომელთათვისაც ღირებულებათა პანთეონში საკუთარ ინტერესებზე მაღლა ვერადა ვერ დადგა ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესები”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

“დღეს აქ, ჩვენ უკვე დავიწყებული უნდა გვქოდეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და ყველა ერთად ხვალინდელი და ზეგინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოდეთ, ვდებდეთ გეგმებს, ვსახავდეთ მიზნებს, მაგრამ ეს ასე არ არის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X