10:49 | 2020-11-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე – თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე – თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორი, თენგიზე ცერცვაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს. როგროც ცერცვაძე ამბობს, მდგომარეობა კვლავ იგივეა – აღენიშნება სიცხე, თავის და ყელის ტკვილი.

 

„ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

 

მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

 

“უკვე ორივე კოვიდმოხდილები ვართ” - რას ჰყვება ცნობილი ექიმის მეგობარი დაინფიცირების შესახებ
2020-11-18“უკვე ორივე კოვიდმოხდილები ვართ” - რას ჰყვება ცნობილი ექიმის მეგობარი დაინფიცირების შესახებ

 

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.

 

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ… სულ ეს არის და ეს… გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობის შესახებ ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X