
„აგერ მაცვია ერთ-ერთ პიჯაკი, მიხეილ სააკაშვილის, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინცდამაინც კარგად“,- ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ხვალ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხებოდა.
გვარამიას შეფასებით, ამ საქმისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება ისტორიული სირცხვილია.
“პიჯაკების საქმე, ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი, არა ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ აი ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია, ქვეყნის ისტორიული სირცხვილია ჩემი აზრით“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.






















