
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაზე აჭარაში გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ეს ქვეყნისა და ხალხის მტრობაა.
„მთელი დასავლეთ საქართველოდან ერთ ქუჩაზე მოგროვებული, ფოტოს გადასაღებად ჩამოყვანილი ხალხი რომ არჩევნებს იგებდეს 2012, 2013, 2014, 2016, 2017 და 2018 წლების ყველა დონის არჩევნებს კი არ წააგებდით.
„ვითომ გაერთიანებული ოპოზიციის“ ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატს ლევან ვარშალომიძეს (ვუსამძიმრებ ოჯახს) მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამგენმა ჯიბრზე „მრავალათასიანი“ აქცია მოაწყვეს, რაც უფრო დამძიმდება ეპიდსიტუაცია, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისო? არ გაპატიებთ ამომრჩეველი ქვეყნისა და ხალხის მტრობას, აგერ ნახავთ შედეგს 31-ში #გელოდებითარჩევნებზე“, – წერს ლადო ბოჟაზე.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.























