14:00 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

„მაჟორიტარებს მთელი საქართველოს მასშტაბით დავაყენებთ“ – “კონსერვატორები“ საარჩევნო მარათონში ერთვებიან

„მაჟორიტარებს  მთელი საქართველოს მასშტაბით დავაყენებთ“ – “კონსერვატორები“ საარჩევნო მარათონში ერთვებიან

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

 

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, მისი პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

 

ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე
2020-06-08ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე

 

ძიძიგური, ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

 

„კონსერვატორები“ ჩვენი საარჩევნო პროგრამით არჩევნებზე დამოუკიდებლად გავალთ.

 

ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაჟორიტარებს მთელი საქართველოს მასშტაბით დავაყენებთ, თუმცა სად, ვის და როდის დავაყენებთ, ამ საკითხე ჯერ არ შევჯერებულვართ.

 

იქ, სადაც „ნაცმოძრაობა“ არის დომინანტის მდგომარეობაში, გაერთიანებას ან პოლიტიკურ თანამშრომლობას კატეგორიულად გამოვრიცხავთ“,- განაცხადა ძიძიგურმა.

 

იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X