21:40 | 2020-11-29 ავტორი: Prime Time

მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა – თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი გამოჯანმრთელების შემდეგ

მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა – თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი გამოჯანმრთელების შემდეგ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ მისცა.

 

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები
2020-11-29როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

 

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები.

 

ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს COVID-19-ით ინფიცირების შესახებ 17 ნოემბერს გახდა ცნობილი. მოგვიანებით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 28 ნოემბერს გაწერეს.

ავტორი: Prime Time

X