
მამაკაცი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძეა.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ კი ქვეყანაში დაბრუნდა. ქალმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მასზე იძალადა. სწორედ ამის გამო იმყოფებოდა დღეს მამაკაცი განყოფილებაში.
ლევან გაჩეჩილაძე კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც “გერმანულ კლინიკაში“ განგვიცხადეს, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არის ტრავმული შოკი, გულ-მკრედის დახურული ტრავმა აქვს, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. თავის დახურული ტრავმა, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ჯერჯერობით, დამატებითი კვლევები მიმდინარეობს“, – გვითხრა ნანა ჩხიკვაძემ.
ამ დრომდე 49 წლის მამაკაცის ყოფილი მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება.























