11:12 | 2020-04-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

მდგომარეობა საყურადღებოა! – რას ამბობენ კლინიკაში სასულიერო პირზე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა

მდგომარეობა საყურადღებოა! – რას ამბობენ კლინიკაში სასულიერო პირზე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, სასულიერო პირის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, საყურადღებოა.

 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მოზრდილების მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ცნობისთვის, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი - სად დაინფიცირდა სასულიერო პირი
2020-04-14რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი - სად დაინფიცირდა სასულიერო პირი

 

სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

 

ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X