
გაიცანით ოლიგარქები და პოლიტიკოსები, უზომო ტრაგიკული ისტორიებით.
Wow Toys-ის მფლობელის მემკვიდრე

ბრიტანული საბავშვო სათამაშოების კომპანიის უმდიდრესმა მფლობელმა შვილი გასულ შემოდგომაზე დაკრძალა: ძალიან ახალგაზრდა გოგონა ჭამის დროს გარდაიცვალა. ნანდიმ ედნან-ლა პეროზამ სწრაფი კვების ქსელიდან სენდვიჩი გამოიძახა, რომელიც 15 წლის ქალიშვილმა, ნატაშამ მიირთვა.
გოგონას ალერგია ჰქონდა სეზამის თესლებზე. მან კარგად იცოდა მისი სხეულის რეაქციის შესახებ და ამიტომ განზრახ აირჩია სენდვიჩი, მისთვის დაშვებული ინგრედიენტებით, თუმცა შემთხვევით აღმოჩნდა, რომ შემადგენლობაში შედიოდა სეზამის თესლი, რამაც მყისიერად გამოიწვია სასუნთქი გზების სპაზმები და მძიმე ანაფილაქსიური შოკი.

წამლების დროული მიღების მიუხედავად, გოგონას გული გაუჩერდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნატაშა ედნან-ლა პერუზას საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყოვლის შემძლე მამა ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა სამართლიანობის აღსადგენად და სხვების დასაცავად, შესაძლო ტრაგედიისგან.
დანიელი მილიარდერი და მინუს სამი „დათვის ბელი“

2019 წლის აპრილში შრი-ლანკაში ტერაქტის შედეგად, უმდიდრესი დანიელი ბიზნესმენის სამი შვილი მოკლეს. ეს მოხდა სააღდგომო არდადეგების დროს, როდესაც მკვლელებმა თავდასხმების სერია მოაწყვეს პრესტიჟულ უბანში, პრემიუმ სასტუმროებთან და კათოლიკურ ეკლესიებთან ახლოს. ტრაგედიამდე სამი დღით ადრე მილიარდერის ქალიშვილმა ქსელში გამოაქვეყნა სურათი, დებთან და ძმასთან ერთად, სადაც მიაწერა: Three Bear Cubs.


ბიზნესმენმა ანდერს ჰოლჩ პოლსენმა, ბრენდების – Vero Moda, Jack & Jones და Asos კომპანიის აქციების მფლობელმა, უარი თქვა კომენტარზე. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მან და მისმა მეუღლემ, ანამ, ერთი შვილი გადაარჩინეს.
უკანასკნელი ვიოლონჩელისტი: მეცენატ ცუკანოვის გარდაცვლილი ქალიშვილი
2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა ხელოვნების კოლექციონერისა და ქველმოქმედის, იგორ ცუკანოვის 17 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. გოგონა გარდაიცვალა 18 ივნისს, ლონდონში, მაგრამ თავდაპირველად დუმდნენ ოჯახური ტრაგედიის შესახებ. გარდაცვალების გარემოებები ბოლომდე გაურკვეველია: მამამ გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვა, იატაკზე იწვა ლონდონის სასახლეში, მაგრამ გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკების არსებობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. კატია ცუკანოვა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გოგონას დატვირთული გრაფიკი ჰქონდა: პროფესიონალურად უკრავდა ვიოლინჩელოზე, ხშირად მართავდა კონცერტებს და საერთოდ არ აპირებდა ასე ადრე სიკვდილს. გულგატეხილი მშობლები თვლიან, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. რა მოხდა დახურულ კარს მიღმა, საიდუმლოდ დარჩება.
არაბთა გაერთიანებული საემიროების სულთნის მემკვიდრეები

2019 წლის 4 ივლისს მოხდა ეროვნული ტრაგედია: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გლოვა გამოცხადდა მეფისწულის გარდაცვალების გამო. ის ნარკოტიკების ჭარბი დოზირების შედეგად გარდაიცვალა. 39 წლის ხალიდ ბინ სულთან ალ-ქასიმის ცხედარი ლონდონის ბინის აბაზანაში იპოვეს.
გარდაცვლილი იყო ბრიტანული მოდის ბრენდის – Qasimi – დიზაინერი და ხელმძღვანელი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ლედი გაგას და სხვა გავლენიან ადამიანებს.
სამწუხარო ფაქტი: ეს არ არის პირველი ტრაგედია შარჟა სულთან III- ის ოჯახში – 1999 წელს გარდაიცვალა შეიხის უფროსი ვაჟი, მუჰამედი. გარდაცვალების მიზეზი იგივე იყო: დიდ ბრიტანეთში, ნარკოტიკების ჭარბი დოზა. სამეფო დინასტიის ორივე ძმა შეიძლებოდა მამის მემკვიდრე გამხდარიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაზღვრა.
მილიარდერ მარუგოვის შვილი ავარიაში გარდაიცვალა

შარშან, 9 ივლისს ხორცის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოს ბიზნესის მფლობელის, ვლადიმერ მარუგოვის მემკვიდრე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი მართავდა მოტოციკლს, მაგრამ, როგორც საგზაო კამერებმა დააფიქსირეს, ტაქსის მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის შედეგადაც მარუგოვის შვილი შეეჯახა მანქანას და მაშინვე ხანძარი გაჩნდა ადგილზე.
ალექსანდრე და ტაქსის მძღოლი ინტენსიურ თერაპიაში გადაიყვანეს, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სერიოზული დაზიანებები, რის გამოც იგი შემთხვევიდან რამდენიმე საათში საავადმყოფოს განყოფილებაში გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, ის MGIMO– ში სწავლობდა, აქტიურ ცხოვრების წესს ეწეოდა და უყვარდა სხვადასხვა სპორტი.























