13:47 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება.

 

სოფელ ფარცხისში სტიქიის პრევენციის ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები.

 

პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა  გათვალისწინებული. სამუშაოების  ჯამური ღირებულება ხელშეკრულებით  177 584,00 ლარს შეადგენს.

 

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის  მიუხედავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე   9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება  მიმდინარეობს, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალარინების სისტემები და მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა.

 

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ავტორი: Prime Time

X