
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე მულხურში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ომარ კვანჭიანია.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში, მდინარე მულხურაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 1 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ის „დელიკის“ ტიპის ავტომობილით კალას თემში ავიდა, სადაც ოჯახის წევრები დატოვა და თვითონ მარტო ბრუნდებოდა სოფელ ბეჩოში.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, რომელთაც მდინარიდან ცარიელი ავტომობილი ამოიყვანეს. ომარ კვანჭიანს კი ადიდებულ მდინარე მულხურაში ამ დრომდე ეძებდნენ.
ავტორი: თეა შონია























