
ეს ისტორია ეხება სომეხ „კრიმინალურ ავტორიტეტს“, რაფაელ ბაღდასარიანს, რომელსაც ქურდულ სამყაროში „რაფოს“ მეტსახელით იცნობდნენ.
„არმენია-სპუტნიკეზე“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ „კანონიერი ქურდის“ რაფაელ ბაღდასარიანის დაკრძალვა საკუთარი თვალით ნახა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იქ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გარდა, მთელი პოლიტიკური ელიტაც იმყოფებოდა.
„რაფოს“ ისტორია ასე იწყება: მას ჰყავდა მეგობარი, ვინმე ანვარ ზინაფუდტინოვი, ფეხსაცმლის შემკეთებელი, რომელმაც უამბო უზბეკეთში მცხოვრებ ებრაელ იუველირზე, ვინმე ნიკოლაი ზიუფელდიზე. რაფაელ ბაღდასარიანმა მოისმინა იუველირზე ყველაფერი და მალევე დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავა.
ერთხელ იუველირ ნიკოლაის კარზე ზარის ხმა გაისმა. კარების გახსნისას მან დაინახა კაცი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმაში იყო გამოწყობილი და მის გვერდით პოლიციის ლეიტენანტი იდგა. არც მეტი, არც ნაკლები პოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილი იყო აწ უკვე ნახსენები „კანონიერი ქურდი“ რაფაელ ბაღდასარიანი.
„პოლკოვნიკმა“ იუველირს განუცხადა, რომ მის სახლში ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა. როგორც წესი ჩხრეკა მოწმეების თანდასწრებით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო მოწმე „ლეიტენანტი“ იყო. რა თქმა უნდა, ებრაელმა იუველირმა ვერაფერი თქვა და დაიწყო სახლის ჩხრეკა.
ისინი ეძებდნენ ყველგან – საწოლებში, კედლებში, უჯრებში. ე.წ ჩხრეკის მთელ პროცესს კი, ნიკოლაი ზიუფელდი ყურადღებით აკვირდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ჩხრეკას შედეგი მოჰყვა და კრიმინალების მოლოდინებიც გაამართლა. მათ ჩემოდნების კონფისკაცია მოახდინეს, სადაც დაახლოებით 800 000 რუბლი იყო (იმ დროისთვის ეს სერიოზული თანხა გახლდათ). „პოლკოვნიკმა“ იუველირს განუცხადა, რომ ჩემოდნებს წაიღებდა და მას არ დააპატიმრებდა, სამაგიეროდ კი მეორე დღეს, კგბ-ში მივიდოდა.
თქვენზე ოქმი იქნება გამოწერილი – უთხრა პოლკოვნიკმა იუველირს.
ოქმში მითითებულ დროზე მივიდა საშვთა ბიუროსთან შეშინებული და ფერმკრთალი იუველირი. განაცხადა სახელი და გვარი, თუმცა ფანჯრიდან უთხრეს, რომ მასზე არანაირი საშვი გამოწერილი არ არის.
როგორ არა? – გაიკვირვა იუველირმა. მათ მითხრეს რომ იქნებოდა.
ვინ თქვა? – ჰკითხეს – გვარი გვითხარით.
სახელი და გვარი არ ვიცი, ოფიცერი და პოლკოვნიკი იყო თქვენგან.
ფანჯრიდან დაინტერესდნენ და უთხრეს, რომ მოეცადა. ჩეკისტებმა გაარკვიეს, რომ ქალაქში კგბ-ს ფორმაში გადაცმული ყაჩაღები დადიოდნენ. დაიწყეს ძიება, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით რაფაელ ბაღდასარიანი მეწყვილე „ლეიტენანტი“ სურკოვი სრულიად სხვა საქმეზე. ის ნარკოდამოკიდებული გახლდათ.
დაკავებულმა პოლიციელებს შესთავაზა მისთვის მიეტანათ ნარკოტიკები, სამაგიეროდ კი დაასახელებდა იმ პირის ვინაობას, ვინც იუველირის გაქურდვაში იყო ბრალდებული.
სუკოვმა ნარკოტიკების სანაცვლოდ მართლაც ითანამშრომლა მილიციასთან და მალევე დააპატიმრეს „კანონიერი ქურდი“ რაფაელ ბაღდასარიანი. ის დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1993 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.






















