18:23 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

მძევლებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდის მერის ოჯახის წევრია

მძევლებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდის მერის ოჯახის წევრია

საქართველოს ბანკში თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდის მერის, გეგა შენელიას ოჯახის წევრიცაა.

 

„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, იგი მერის ბიძაშვილი, ლაშა შენგელიაა. მერის ოჯახში ინფორმაციას ადასტურებენ.

 

ცნობისთვის, დაახლოებით 2 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკში თავმდამსხმელი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებულია. თავდამსხმელს ბანკში 19 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. იგი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს.

 

როგორც ადგილიდან “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იტყობინება, თავდამსხელები 4 ხელყუმბარითა და ტანსკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლი ირაღით არიან შეირაღებული.

 

“პრაიმტაიმი” მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით.

 

თავდამსხმელმა პირობების შესასრულებლად პოლიციას 2 საათი მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X