
ზუგდიდში, „საქართელოს ბანკში“ შეიარაღებული თავდასხმის დროს აყვანილ მძევლებს შორის იყო ასაკოვანი ქალბატონიც, რომელმაც ბოროტმოქმედის თანხმობის მიუხედავად, გათავისუფლებაზე უარი თქვა.
ამის შესახებ „ახალ კვირასთან“ ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია საუბრობს. ის იხსენებს მძევლად აყვანილი ბებოს სიტყვებს, რომლითაც მან თავდამსხმელს მიმართა:
„ვინც მოხუცები იყვნენ ყველა გაუშვა, ორსულებიც, ვინც უთხრაორსულად ვარო. იყო ერთი ხნიერი ქალბატონი, იქაური დამლაგებელი. იმასაც უთხრა – წადი თავისუფალი ხარო. ის ქალი არ გვტოვებდა – არა, ახალგაზრდები, როგორ დავტოვოო“, – იხსენებს მძევლობიდან ლაშა შემგელია.






















