
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს მძღოლებისთვის და ტაქსისტებისთვის.
ფხაკაძე მძღოლებს რამდენიმე რჩევას აძლევს, მათ შორის:
„პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ მგზავრები, რომლებიც გადაგყავთ ნებისმიერი შეიძლება იყოს ინფიცირებული.
როცა კლიენტი ზის თქვენს მანქანაში გამორთეთ გათბობა – ეს არის პირველი რაც უნდა გააკეთოთ.
მეორე, აუცილებლად შეეცადეთ, რომ ადამიანი იჯდეს თქვენს უკან, ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით არ იჯდეს.
მესამე, თქვენ, რომ ხართ მძღოლი, ძალიან გთხოვთ თქვენი ფანჯარა იყოს დაკეტილი…






















