19:00 | 2021-01-16 ავტორი: ამუკა ქორიძე

მძღოლმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 157 ცდის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა

მძღოლმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 157 ცდის შემდეგ, წარმატებით ჩააბარა

ლონდონში, კაცმა 158-ე ცდაზე, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა, საბოლოოდ ჩააბარა. ინფორმაიას Times Now ავრცელებს.

 

აღნიშნულ პიროვნებას გამოცდაზე გასასვლელად, სულ 3 000 ფუნტის გადახდა დასჭირდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი მცდელობის შემდეგ, თეორია ჩააბარა, მას პრაქტიკული გამოცდა, ჯერ კიდევ წინ აქვს – იუწყება გამოცემა.

 

მართვისა და სატრანსპორტო სტანდარტების სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, გაერთიანებულ სამეფოში, გამოცდაზე გასულთა ყველაზე ცუდი შედეგების მქონეთაგან, მეორე ადგილს 40 წლამდე ქალი იკავებს. მან 177-ჯერ სცადა გამოცდის ჩაბარება, თუმცა სასურველი შედეგისთვის ჯერაც არ მიუღწევია.

 

მესამე ადგილს კი, 48 წლის ქალი იკავებს, რომელმაც თავის 94-ე ცდაზე გამოცდა საბოლოოდ, წარმატებით ჩააბარა.

 

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 72 წლის ინგლისელ მამაკაცს, მართვის უფლების მისაღებად 43 ცდა დასჭირდა. ამ კატეგორიაში მეორე ადგილს კი, 47 წლის ქალი იკავებს. მას ჯერ კიდევ არ აუღია მოწმობა. ამჟამად, იგი თავის 42-ე ცდაზეა.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X