00:27 | 2020-11-25 ავტორი: Prime Time

მძიმე ახალი წელი გვექნება – გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

მძიმე ახალი წელი გვექნება – გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით, მისი პროგნოზი უკეთესობისკენ არ იცვლება და თუ რამე არ შეიცვალა, ვირუსის გავრცელების კონტროლის მხრივ, შეიძლება პირიქით, გაუარესდეს კიდეც.

 

„მე არაფერი შემიცვლია, როდესაც რამეს ვამბობ, მტკიცებულების საფუძველზე ვამბობ, მძიმე ახალი წელი გვექნება, ესეც კიდევ კალკულაციაა, თუ რაღაც ზომები არ იქნა მიღებული სასწრაფოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება და მე იმედი მაქვს, რომ საღი გონება გაიმარჯვებს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

ასევე წაიკითხეთ: ეს იქნება მედიცინაში დიდი აფეთქება, ამას თავად ნახავთ … – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შექმნის დეტალებზე

ავტორი: Prime Time

X