
მძიმე დღე იქნება, მაგრამ გამარჯვების, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე წერს.
„ქუთაისს ჩვენი მეგობრები თერჯოლიდან, ტყიბულიდან, ზესტაფონიდან ამაგრებენ. მოხალისე დამკვირვებლები და ჩვენი თანამებრძოლები მთელი იმერეთიდან. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მიდით არჩევნებზე“, – ვკითხულობთ დეკანოიძის ფეისბუკ-პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















