17:13 | 2021-07-15 ავტორი: Prime Time

მძიმე მდგომარეობაა, ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს – მარინა ენდელაძე შეზღუდვების დაწესების მომხრეა 

მძიმე მდგომარეობაა, ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს – მარინა ენდელაძე შეზღუდვების დაწესების მომხრეა 

“ეპიდემიური სიტუაცია უარესდება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელი”, – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინსიტრმა, თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში გასართობ ღონისძიებებზე შეზრუდვები კვლავ დაწესდება.

 

ქვეყანაში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამი. ბოლო ორ დღეში საჭირო გახდა დამატებითი საწოლების მობილიზება. ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ შესაძლებელია ისევ დააწესონ შეზღუდვები.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან ფაიზერის ვაქცინა კვლავ შემოვა.

 

„გუშინ დიდი ნერვიულობა იყო ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინ დაიწყო მოწოდება რეალურად ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში, გუშინ ეს იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია.

ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით. ეს არის პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი აჟიოტაჟი – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

გამყრელიძე: ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია
2021-07-13გამყრელიძე: ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია

 

მედიკოსთა ნაწილი ყოველ მომდევნო კვირას დაინფიცირების გაორმაგებულ რაოდენობას პროგნოზირებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ე.წ დელტა შტამი ბავშვებისათვის განსაკუთრებით საშიშია და ქვეყანამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

 

“მე-4 ტალღა მე გამოვაცხადე ოფიციალურად ქვეყანაში იმიტომ, რომ ინფიცირების შემთხვევები აუცილებლად იქნება გაორმაგებული ყოველ კვირაში, 20% მომავალ კვირაში გახდება – 40%. საქართველოში თითქმის ყველა ახალი ინფიცირებული იქნება “დელტა” ვირუსით ინფიცირებული. ბავშვები არიან ის ძირითადი კონტიგენტი, ვინც იქნება ძირითადად დაზიანებული. იქნება ჟანგბადის ნაკლებობა. ჟანგბადის მომარაგება უნდა იყოს დაწყებული ახლა,” – აცხადებს პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

 

ექიმები შეზღუდვების მოხსნას ნაადრევად მიიჩნევენ და ქვეყანაში ამჟამად არსებული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.

 

“შეზღუდვების მოხსნა ახლა იყო ძალიან ნაადრევი და იყო ძალიან დიდი სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და შედეგი სახეზე არის. ახლა ამ მომენტისათვის ალბათ შეზღუდვების შემოღება ცოტათი გაჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფომ მოახდინა ადრე დარღვევებისათვის ჯარიმების ჩამოწერა, მოსახლეობა იფიქრებს, რომ რომც დაარღვიოს ახლა შეზღუდვები, მას შეიძლება ისევ აპატიონ. მასობრივი თავშეყრები უნდა აიკრძალოს. ძალიან უნდა გამკაცრდეს კონტროლი იმაზე, რომ ადამიანები ატარებენ პირბადეებს,” – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა.

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო შეზღუდვების პირობებში უნდა დაბრუნდეს, ამის შესახებ ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

როგორც ენდელაძე ამბობს, ქვეყანაში მძიმე პაციენტებმა იმატა, რაც შეზღუდვების დაწესების წინაპირობას წარმოადგნს.

 

მარინა ენდელაძე: რეგულაციების გამკაცრება აუცილებელი იქნება, თორემ ვირუსის გავრცელება ძალიან გაგრძელდება და ამას ვერ მოვერევით.

 

ვირუსით ინფიცირებული ძალიან ბევრია უკვე და ღონისძიებების მოხსნა, პოლიტიკურმა მდგომარეობა – მიტინგები, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას.

მე მომხრე ვარ, რომ რეგულაციები გამკაცრდეს. შეზღუდვები უახლოეს მომავალში უნდა დაწესდეს, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

 

 

– რა ტიპის რეგულაციების დაწესებას მიიჩნევთ მიზანშეწონილად?

 

– მე ამ საკითხს არ ვწყვეტ, მე ვიცი, რომ უნდა შემცირდეს პაციენტების რაოდენობა, რა გზით, ამას სპეციალისტები გადაწყვეტენ. კორონავირუსის რაოდენობამ ძალიან მოიმატა, არის მძიმე შემთხვევები და თუ არ შეჩერდა, იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობა, ამას ეს ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს.

 

 

– როგორია ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ?

 

– არიან უფრო მძიმე პაციენტები, ახალგაზრდებში უფრო არის ეს შემთხვევები, ადრე ასე არ იყო. ყველა პაციენტის დიფერენცირებას ვერ ვაკეთებ, მაგრამ ახლა პაციენტები უფრო ინდური შტამით ინფიცირდებიან.

 

 

– რა ფაზაში იმყოფება ქვეყანა ვირუსის გავრცელების მხრივ – ეს არის მეოთხე ტალღა?

 

– ალბათ, ვიმყოფებით ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში, ამიტომ ყველას მუვუწოდებ, ატარონ პირბადეები და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ასევე, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ავტორი: ეკატერიე ზარნაძე

 

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X