
20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადსტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი.
პაციენტები სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან გადანაწილებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებეს აკეთებენ.
ბოჭორიშვილის კლინიკა
ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 56 ადამიანია მოთავსებული, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 43 ადამიანი.
კლინიკაში დღეს ერთ ბავშვს დაუდასტურდა ვირუსი, რომელიც ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია.
რეანიმაციულ განყოფილებაში 2 პაციენტი რჩება, თუმცა ერთი შეიძლება პალატაში გადაიყვანონ. ასევე, 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.
ინფექციური საავადმყოფო
ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტი იმყოფება. დღეს დადასტურებული შემთხვევიდან ახალი პაციენტი არ შესულა.
საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტია. ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკული იყო, დასტაბილურდა.
„კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა იმდენად დასტაბილურდა, რომ შეგვიძლია პროგნოზზე ვილაპარაკოთ. ის კეთილსაიმედოა. მეორე პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება და მისი მდგომაროება არასტაბილურია“,- აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.
ასევე, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კიდევ ერთი კოვიდინფქციით გამოჯანმრთელებულუ პაციენტი გაწერეს.
კლინიკის მთავარი ექიმის განმარტებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი.
გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3914 ადამიანი, სტაციონარში რჩება 340.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:























