13:16 | 2020-05-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

მძიმე პაციენტები, გაწერილები, უსიმპტომოები… – ბოლო მონაცემები ინფიცირებულთა შესახებ

მძიმე პაციენტები, გაწერილები, უსიმპტომოები… – ბოლო მონაცემები ინფიცირებულთა შესახებ

11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 317 ადამიანი.

 

პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან გადანაწილებულები.

 

კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ:

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამჟამად 75 პაციენტი იმყოფება, აქედან ინფექცია 62-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში კორონავირუსი მხოლოდ 1 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც საშუალო ასაკის ქალია, თეთრიწყაროს კლასტერიდან.

 

კლინიკაში რჩება 10 მოზარდი.

 

5 პაციენტი არის საყურადღებო.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 დადასტურებული შემთხვევაა.

 

საავადმყოფო სულ 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

 

ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია.

 

დაგვემატა კიდევ ორი ახალი პნევმონია, თუმცა დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

ამ ეტაპზე კლინიკაში 68 პაციენტი რჩება, აქედან ინფიცირებულია 52 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში კლინიკიდან გაეწერა 9 პაციენტი.

 

ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე კლინიკაში არ ფიქსირდება.

 

რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი. არცერთთან კოვიდ ინფექცია არ დასტურდება.

 

ვინ არის ის სამი პაციენტი, რომლებსაც COVID 19 დღეს დაუდასტურდათ
2020-05-11ვინ არის ის სამი პაციენტი, რომლებსაც COVID 19 დღეს დაუდასტურდათ

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული

 

გამოჯანრმთელებულია 317 ადამიანი

 

გარდაცვლილია 10 ადამიანი

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X