23:41 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

“მძიმეა, არ ვუსურვებ არავის…” – რას იხსენებს გიორგი გაბუნია

“მძიმეა, არ ვუსურვებ არავის…” – რას იხსენებს გიორგი გაბუნია

“მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მის მიმართ განხორციელებული უკანონო თვალთავლის საქმეზე უსაფრთოების სამსახურში ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

 

დაკითხვის შემდეგ გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა.

 

“საშინლად უსიამოვნო და მძიმეა, როდესაც ასე დეტალურად ხედავ როგორ მზადდებოდა შენი მკვლელობა, თან თავის ფოტოებით და ყველაფრით, ვნახე ჩემი ფოტოები, რომლებიც  ბრალდებულის ტელეფონში აღმოაჩინეს. მძიმეა არ ვუსურვებ არავის. მასალაში ჩანს, რომ ის ცდილობს იარაღის შეძენას, თუმცა ვერ მოასწრო ამის გაკეთება. არ ჩანს, რომ მკვლელობა უნდა განეხორციელებინა სხვას, ეს რომ გვაცნობვიერე ძალიან მძიმეა, შეიძლება უყურებ შენს მკვლელს თავლებში”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, გაბუნია დღეს ამ საქმის ფარგლებში დაზარალებულად ცნეს.

 

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

ავტორი: Prime Time

X