00:37 | 2021-12-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატის ემოციური სიტყვა: “ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი უბრალოდ ფეხზე დასადგომად დამჭირდა”

მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატის ემოციური სიტყვა: “ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი უბრალოდ ფეხზე დასადგომად დამჭირდა”

“თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულომ დაასრულა მუშაობა და შესაბამისად, მეც დავასრულე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობა. ვასრულებ საქმიანობას, თუმცა არ ვწყვეტ კავშირებს თქვენთან და მუდამ გვერდით მიგულეთ ჩვენი დედაქალაქის და უბნების განვითარებისკენ მიმართულ სასიკეთო საქმეებში”,- ამის შესახებ მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხაროდ, დაახლოებით წელიწადნახევარი, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარების გამო, მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩავრთულიყავი მიმდინარე პროცესებში, ხოლო შემდეგ ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი უბრალოდ ფეხზე დასადგომად დამჭირდა, თუმცა არც ერთი დღე არ შემიწყვეტია ჩემს ამომრჩევლებთან და დახმარების მსურველ ადამიანებთან კავშირი და ამას ყველა არჩევნებზე ამბობს ჩემი ხალხი სიტყვითაც და საქმითაც.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა, მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს და ვყოფილიყავი დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი.
ასევე, დიდი მადლობა ჩემს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც შევხვედრივარ და გულითადად ვიმედოვნებ, დამეთანხმებიან, რომ არასოდეს დამიშურებია ძალა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შესაძლებლობების ფარგლებში. ყოველთვის გულთან მიმქონდა მათი სურვილები, არსებული რესურსების გათვალისწინებით, რომელიც სამწუხაროდ ამოწურვადია.
მადლობა საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს ყველაზე დაბალი რგოლიდან უმაღლესამდე და მადლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სგაწეული წარმატებული საქმიანობისთვის.
უდიდესი მადლობა ქალაქ თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დაუღალავი შრომისთვის.
შევხვდებით”,- წერს ბირბიჩაძე.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X