17:27 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფეხით დგებიან ბიბლიას და ხატებს ლიფში იწყობენ… მე ამის წინააღმდეგ დავდგები! – მასტერი პრაიდზე

ფეხით დგებიან ბიბლიას და ხატებს ლიფში იწყობენ… მე ამის წინააღმდეგ დავდგები! – მასტერი პრაიდზე

ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი თბილისი პრაიდის კვირეულს ეხმაურება. გიორგი პავლიაშვილი განმარტავს, რატომ არ უჭერს მხარს დაგეგმილ მარშს.

 

„ვეცდები მოკლედ და კონკრეტულად დავწერო: როცა ვხედავ სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ქუჩაში, რაიმე წვეულებაზე, თუნდაც საკუთარ რესტორანში არასდროს მიჩნდება მის მიმართ აგრესია. არასდროს მითქვამს ჩვენი მიმტანისთვის რომ მათ ცუდად ან განსხვავებულად მოემსახურონ, არასდროს მიჩნდება სურვილი ასეთ ადამიანს რაიმე ფიზიკური ან მორალური ზიანი მივაყენო და ვფიქრობ, რომ ამ გადმოსახედიდან არ ვარ ჰომოფობი.

 

მაგრამ… აქ არის “ძლიერი მაგრამ” და ეს მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ისინი ეწევიან მათი ორიენტაციის აფიშირებას, პროპაგანდას, იქცევიან “პახაბნურ-გამომწვევად”, ფეხით დგებიან ბიბლიას და ხატებს ლიფში იწყობენ (არის ეს ვიდეო კადრები), უამრავ სიბინძურეს ამბობენ ჩვენს რელიგიაზე და მათ წარმომადგენლებზე, უნდათ, რომ მომავალ თაობას ასწავლონ, რომ ეს არის ნორმა და ეუბნებიან რომ მათ აქვთ არჩევანი – მე ამის წინააღმდეგ დავდგები და თუ გინდა ბნელი დამიძახე და თუ გინდა ჰომოფობი!

 

ბრბო ამოვიდა, ჟურნალისტს თმებში წვდნენ - დაშავებული ოპერატორი (ვიდეო)
2021-07-05ბრბო ამოვიდა, ჟურნალისტს თმებში წვდნენ - დაშავებული ოპერატორი (ვიდეო)

 

ბავშვებს აქვთ დრეკადი ფსიქიკა, მე ჩემს შვილს არ ვასწავლი რომ “შვილო თუ გინდა ბიჭი შეყვარებული გყავდეს, თუ გინდა გოგონა – ჩემთვის სულ ერთია რომელიც გინდა აირჩიე”, ჩემთვის ეს იგივეა კოკაინი დაუყარო და უთხრა “თუ გინდა გასინჯე” …

 

გლობაიზაცია ისედაც ჭამს ამ სამყაროს, დიდი ხანია გადასულები არიან იმ დიდ პროექტზე რაც კაცობრიობის პოპულაციის შემცირებას ეხება – მსგავსი გენდერების ქორწინება პირდაპირ კავშირშია ამასთან, რადგან ისინი არ მრავლდებიან.

 

„დავტოვოთ პარლამენტი!..“ - თაკო ჩარკვიანის მოწოდება ოპოზიციას
2021-07-05„დავტოვოთ პარლამენტი!..“ - თაკო ჩარკვიანის მოწოდება ოპოზიციას

 

ზოგადად ყოველთვის ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას, ცემა-ტყეპას და ტაბურეტკების სროლას, მაგრამ მორალურად არ ძალადობენ ჩვენზე, მათი “არასამთავრობოები” და ტელე-მედია? მეტი რა პროპაგანდა უნდათ ვერ ვხვდები? მთელი ტელევიზიები და წამყვანი შოუები მათ უთმობენ დროს და მაინც და მაინც შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე გინდათ ჩავლა?

 

და ბოლოს: “შოუბიზნესელებო”, ძალიან ხომ არ შეიცვალეთ პოზიციები იმის შიშით, რომ ტელევიზიებში აღარ მიგიწვევენ? ნწ, ნწ, ნწ… მე ვდგავარ და ვიდგები იქ სადაც საქართველო დგას! მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!“, – ვკითხულობთ პოსტში.

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X