01:22 | 2020-09-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მე არ მეცალა, ჩემი შვილიც არ გაყვა შატილში – შატილში მომხდარ ავარიაში დაღუპულის შვილი

მე არ მეცალა, ჩემი შვილიც არ გაყვა შატილში – შატილში მომხდარ ავარიაში დაღუპულის შვილი

შატილის ტრაგედიის დროს, ერთ-ერთი დაღუპული დავით სისაურია. ის ხუთ თანამშრომელთან ერთად გარდაიცვალა. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში დავით სისაურის შვილი საუბრობს.

 

„სულ ვბრაზობ, დილაობით სურათს ვუყურებ და ვჩხუბობ – რატომ, რატომ, რატომ? რატომ წავედი მა?

 

დამირეკა და მითხრა, შატილში უნდა წავიდეთო. ვუთხარი, რომ სამსახურში საქმე მქონდა და ვერ წავიდოდი, მასაც საქმე ჰქონდა და მითხრა, ერთდღიანი ტური ვნახეო.  ძალიან გაბრაზდა… ჩემმა შვილმაც უარი უთხრა შატილში გაყოლაზე. ვეუბნებოდი, მამა  წვიმს, 3 000  მეტრზე როგორ უნდა ახვიდე, წნევამ არ აგიწიოს-მეთქი. ცუდად არ ვარ და პრობლემა არაა, უნდა წავიდეო.

 

დილის ოთხ საათზე ადგა, კეპი მოირგო, გვეკითხებოდა – როგორ გამოვიყურებიო, კითხულობდა. ტურში მიდიხარ, სხვაგან ხომ არა-მეთქი, ვუპასუხე.

 

დარეკა კარგად ჩავედითო. მეორედ დარეკა სისაურების კოშკთან ვდგავარ, შენ რომ წამოხვედი, მე აქ ვარო… ბოლოს, შუადღისას, სამ საათზე დარეკა, ხელი დამიქნია, თქვა იღრუბლება და არ განერვიულებთ, დიდი გზაა და სამ საათში დაგირეკავთო.

 

ტელევიზიით ჩემმა მეგობარმა გაიგო მომხდარის შესახებ და მან დამირეკა. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდი, რომ მამა იმ სამარშრუტო ტაქსიში იყო, რომლითაც ხევში გადაფრინდნენ. ვერ დავიჯერე, სანამ ექსპერტიზის ბიუროში ჩემი მეუღლე არ შევიდა…

 

ის 69 წლის იყო, მაგრამ არავის წარმოედგინა, ის პატარა ბავშვივით იყო.  მე კი ბავშვობიდან მეშინოდა აი ამის, რაც მოხდა…

 

დაბადების დღეზე მამამ მაჯის საათი მაჩუქა, ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის და ახლა, ძალიან ძვირფასი გახდა. მამას სამაჯურს ვატარებ, რომელსაც ეპიტაფია აქვს – უფალო შემიწყალე. ეს სამაჯური მას ავარიის დროს ეკეთა. ხოლო ბეჭედს, რომელიც კატასტროფის დროს თან ჰქონდა, დედა ატარებს.

 

პანაშვიდზე უცხო გოგომ მომწერა, მუცოში, 800 მეტრის სიმაღლეზე მამაშენთან ერთად, ციხესთან ავედით. ის ძალიან საყვარელი იყო და მინდა იცოდე, ძალიან ბედნიერი იყო შატილში წასვლითო. დასაფლავებამდე ცხედარს ღიმი ჰქონდა შერჩენილი. ალბათ, იცინოდა…“ – ამბობს თეა სისაური.

 

„ამ გზაზე პირველად ვარო, მოგვიანებით ვნახე, მანქანას „უჩხიკინებდა“- მძღოლი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე ახალ დეტალებს იხსენებს
2020-08-26„ამ გზაზე პირველად ვარო, მოგვიანებით ვნახე, მანქანას „უჩხიკინებდა“- მძღოლი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე ახალ დეტალებს იხსენებს

 

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X