12:57 | 2021-12-18 ავტორი:

მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო – რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე

მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო – რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე

„მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი“, – ამ ის შესახებ კომენტარი „ქართული ოცნების„ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

“ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი”, – განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, ცოტახნის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო.

ავტორი:

X