18:55 | 2021-09-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე არ ვიცი, ფინალისტების შერჩევისას რა გვეშველება. ჟიურის წევრები მეცოდებიან” – “ნიჭიერის” კარტებს თიკა ფაცაცია ხსნის

“მე არ ვიცი, ფინალისტების შერჩევისას რა გვეშველება. ჟიურის წევრები მეცოდებიან” – “ნიჭიერის” კარტებს თიკა ფაცაცია ხსნის

“ეს იქნება ყველა სეზონისგან გამორჩეული “ნიჭიერი” – გვპირდებიან მეგაშოუს შემქმნელები.

 

მრავალფეროვანი კონკურსანტები, ეკლექტური ჟიური, წამყვანთა ქიმიურად შეწყობილი ტანდემი და მალე, პოპკორნით ჩასაფრებული ტელემაყურებელი, ეკრანის წინ უდიდეს სიამოვნებას მიიღებს.

 

“რუსთავი 2”-ის პროდიუსერები ნიჭიერ ადამიანებს ეძებდნენ ყველგან – ხმელეთსა თუ წყალში, ჰაერსა თუ მთაში… მოკლედ, სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ.

 

ჟიური წელს ასე დაკომპლექტდა: თიკა ფაცაცია, თამარ ფხაკაძე, რუსკა მაყაშვილი, ირაკლი იმნაიშვილი და სტეფანე მღებრიშვილი. აქედან ორს – რუსკასა და სტეფანეს, ჟიურიში ჯდომის გამოცდილება აქვს, თიკა ამ მეგაშოუს წამყვანიც გახლდათ. რაც შეეხება თაკოსა და ირაკლის, ისინი ამ ამპლუაში პირველად არიან. თუმცა როგორც დანარჩენები ამბობენ, მათ დაკისრებულ მოვალეობას, თავი კარგად გაართვეს.

 

„უნდა ჩართოთ ტელევიზორი და თავად მიხვდებით, როგორი მაგარი შოუ იქნება“ - „ნიჭიერის“ საიუბილეო მე-10 სეზონი დაიწყო
2021-09-18„უნდა ჩართოთ ტელევიზორი და თავად მიხვდებით, როგორი მაგარი შოუ იქნება“ - „ნიჭიერის“ საიუბილეო მე-10 სეზონი დაიწყო

 

თიკა ძალზედ ემოციური იყო “ნიჭიერის” წამყვანის ამპლუაში. აი, თუ როგორი იქნება ის ჟიურის ამპლუაში, ამაზე თვითონ ჰყვება.

 

თიკა ფაცაცია: – ემოციას ვერავინ წამართმევს. რა ვქნა, ასეთი გავჩნდი, ყველაფერზე ჩემი გარკვეული ემოცია მაქვს. თუმცა ჟიურის სტატუსი, უკვე გარკვეულწილად უარის თქმასაც გულისმხობს. ერთია, რომ გულშემატკივრობ და გინდა ყველა კარგი იყოს, მაგრამ ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ – არა.

 

ამის ძალიან მეშინოდა. მაგრამ იმ კუთხით გამიმართლა, რომ ისეთი მონაწილეები ჰყავს ამ “ნიჭიერს”, რომ ჩათვალეთ, უარის თქმა არ დამჭირვებია.

 

მე არ ვიცი, უკვე ფინალისტების შერჩევისას, რა გვეშველება. ყველა ამბობს, რომ წელს ამ შოუს ჰყავს ისეთი კონკურსანტები, როგორც არასდროს.

 

2021-09-10"ამერიკაში აღარ მივდივარ. "ბახუტას" ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით" - რა ხდება ნუკი კოშკელიშვილსა და გიორგი ბახუტაშვილს შორის

 

ასეთი მრავალფეროვანი კონკურსანტები, მართლა არ მახსოვს. ვითვისებთ ყველა სივრცეს – ჰაერს, წყალს, ხმელეთს, სცენას… საოცარი სანახაობა ელის მაყურებელს.

 

მე მეცოდებიან ჟიურის წევრები (გადაწყვეტილების მიღების ასპექტში).

 

“ნიჭიერის” ფარგლებში, გამოცდილი ჟიურის წევრების, რუსკას და სტეფანეს რჩევებს, უკვე ვეზიარე. თაკომ ძალიან მალე აუღო ალღო ჟიურის ამპლუას. ამბობს, რომ ამ საქმეში არ არის პროფესიონალი, თუმცა საკმაოდ სწორად არჩევს მუსიკალური ნომერი იქნება ეს, თუ – სანახაობრივი.

 

ყველას ჩვენი ჭრილი და ხედვა გვაქვს. ზოგი ზეიმისთვის გვამზადებს, ზოგი უფრო მომთხოვნია, ზოგი ძალიან გულშემატკივრობს კონკურსანტს…

 

– თიკა, ფილარმონიიდან ისეთ ფოტოებს აქვეყნებ, ყველაზე გრძელფერა ჟიურის წევრი ხარ, “ნიჭიერის” ისტორიაში.

 

– ეგეთი სტატუსი ჯერ არ მქონია (იცინის). კი ბატონო, იყოს ასე.

 

 

ველოდები ლაივებს. მომწონს ახალი ამპლუა. საინტერესოა. აღმოჩენების პირისპირ ყოფნა კარგია. გულს მიჩუყებს. სხვა რაღაცებიც იწვევს ჩემში ემოციას, ვიდრე მხოლოდ ნიჭი. ადამიანური მომენტები ჩემთვის ემოციურია.

 

– ანუ ჟიურის წევრსაც მოგერევა ცრემლი?

 

– უი, კი. ეს არი ჩემი ინდიკატორი იმისა, რომ ადამიანმა ჩემზე ზემოქმედება მოახდინა. გამოწვეული ემოცია, განაპირობებს დამოკიდებულებას. ეს ჩემი ძლიერი მხარეა. ჩემზე რომ რაღაც მოქმედებს, საკუთარ თავს აცრემლების უფლებას ვაძლებ.

 

– სიმღერა არ მოგენატრა?

 

– სიმღერააა… “არ გაჩერდეში” ხომ ვმღეროდი?! საჩემოდ ასამღერებლად ვერ მოვიცალე. კარგია, რომ სიმღერას ასაკი არ აქვს. მგონია, რომ დრო მოიტანს მომენტს, როდესაც მე სიმღერას დავუბრუნდები.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X