
მე მაქვს ჩემი ცოდვა – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ყოფილ მაღალჩინოსანთან, ვანო მერაბიშვილთან საუბრისას განაცხადა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ჩანასწორები უადგილო და არასამართლიანი ნაბიჯი იყო.
ნიკა გვარამია: მაშინ ეს ყველაფერი მოიხარშა ერთ ქვაბში. მაგალითს გეტყვი – ჩემი დანაშაული, ცოდვა, დანაშაულს ვერ ვიტყვი საქმის მასალები იყო…
ჩემი ცოდვაა და მაინტერესებს შენ თუ თვლი შენს ცოდვად. ლევან ბერძენიშვილის ფარული ჩანაწერი რატომ გამოვაქვეყნეთ და საერთოდ რა საჭირო იყო? შედიოდა ის ისეთ ორგანიზატორებში, ვინც ამას აკეთებდა.
ვანო მერაბიშვილი: არ შედიოდა.
ნიკა გვარმია: რატომ გავაკეთე მე და რატომ მოიძიე შენ? მე ჩემი ცოდვა მაქვს, შენ, შენს ნაწილზე გეკითხები
ვანო მერაბიშვილი: მე მინდა გითხრათ ერთი რამ. მე რომ გამოვედი ციხიდან, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკ, ეს იყო ლევან ბერძენიშვილი, რადგანაც მინდოდა მასთან საუბარი.
მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი. ახალმა პოლიტპატიმარმა დავურეკე ძველ პოლიტპატიმარს.
ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთთან აზრები და ძალიან გამიხარდა, რომ ერთმანეთს გავუგეთ. მანაც მაპატია მე ის რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.






















