17:48 | 2020-09-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

ნიგერიაში მცხოვრები რისიკატი და მისი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების გამო მიატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია
2020-09-07მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია

 

„მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა. როდესაც ჩემი შვილები არაბულის გაკვეთილებზე დადიან, ბავშვები მათ დასცინიან, ეუბნებიან, რომ მათ ალქაჯის თვალები აქვთ.

 

ჩემს ქმარზე ზეგავლენას ყველაზე მეტად ოჯახი ახდენდა.

 

მათ აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ ბავშვებს ცისფერი თვალები ჰქონდათ. ამ ყველაფერმა ბოლოს შედეგი გამოიღო და ჩემმა ქმარმაც ჩვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა“,- ამბობს რისიკატი.

 

რისიკატი ახლა მშობლების სახლში ცხოვრობს.

 

ის და მისი ოჯახი პირველები არ არიან, ვისაც სამშობლოში თვალების ფერი გამო პრობლემა შეექმნათ.

 

„როდესაც მეზობლები მხედავენ ისინი ამბობენ -„შეხედეთ მათ რანაირები არიან, როგორი თვალები აქვთ. ბავშვები მირბიან მშობლებთან და ეუბნებიან – შეხედეთ მათ უცნაურ თვალებს.

 

ჩემს ოჯახში პირველი ვარ, ვისაც ასეთი თვალები აქვს. როდესაც სკოლაში დავდიოდი, გამოკვლევებიც კი ჩამიტარეს თვალებზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ანომალია იყო.

 

მაგრამ მე მხედველობის პრობლემები არ მაქვს და არც ჩემს შვილებს. ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.

 

რისიკატის ქმარი უარყოფს იმ ფაქტს, რომ ოჯახი ცისფერი თვალების გამო მიატოვა.

 

'My husband left us because of our blue eyes'

“Children laugh saying…’see the eyes of a witch” Risikat says her husband abandoned her and their children because of the blue colour of their eyes and that she continues to face discrimination because of her unique features. This is her story.

Posted by BBC News Africa on ორშაბათი, 31 აგვისტო, 2020

ავტორი: ნინი ტაველიძე

X