12:09 | 2020-06-24 ავტორი: თამთა თორდია

„მე და გიგა ვქორწინდებოდით… ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“ – როგორ დაეხმარა ივანიშვილი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წყვილს

„მე და გიგა ვქორწინდებოდით… ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“ –  როგორ დაეხმარა ივანიშვილი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წყვილს

თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა „რეაქციაში“ ყვება, რომ ის და გიგა როდესაც ქორწინდებოდნენ მათ მანქანა გაუფუჭდათ და ამ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მათ დაეხმარა.

ამ შარში ეს სულელი კაცი იმიტომ გაეხვა, რომ „ფორმულასთან“ კონკურენციაში შევიდა - ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე
2020-06-20ამ შარში ეს სულელი კაცი იმიტომ გაეხვა, რომ „ფორმულასთან“ კონკურენციაში შევიდა - ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე

 

 

​„მე და გიგა, რომ ვქორწინდებოდით არც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, მანქანა გაგვიჩერა და გვათხოვა.

 

მივდიოდით გრიგოლეთში კვარიათიდან, ვქორწინდებოდით, ოჯახიც იყო გიგასი და მანქანა ვითხოვეთ, გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გაჩერდა. ციცინათელასთან გავჩერდით, ჩაიარა ორმა მანქანამ და ისევ უკან მობრუნდნენ.

 

ჩაიწია შუშა, გამხდარმა კაცმა გამოიხედა და დაგიტოვებთ ჩემს მანქანას მოგხედავენო. საერთოდ ნანახიც არ გვყავდა, არც ვიცოდით ვინ იყო. თავდაცვის სამინისტროდან გვეგონა და უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, რომ თავდაცვის სამინისტროდან არ ვართო, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. ეს იყო 2005 წლის აგვისტო და ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“, – იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

უცნობი და უცნაური ისტორია

📌 უცნობი და უცნაური ისტორია✔ როგორ ათხოვა მანქანა ბიძინა ივანიშვილმა ახალდაქორწინებულ გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს🔙 აგვისტო, 2005

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

X