20:43 | 2021-02-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მე და კახას არ გვაქვს მამაშვილური დამოკიდებულება – „ჩცდ“-ს „პრეზიდენტის“ შვილის ინტერვიუ

მე და კახას არ გვაქვს მამაშვილური დამოკიდებულება – „ჩცდ“-ს „პრეზიდენტის“ შვილის ინტერვიუ

ლია გოგიძე ცნობილი მსახიობის, კახა გოგიძის ქალიშვილია, თავადაც მსახიობი. ის ამჟამად ემიგრაციაშია და „პრაიმტაიმს“ თავისი ცხოვრებისა და მამასთან ურთიერთობის შესახებ უყვება:

 

– მსახიობების ოჯახში დავიბადე, დედა, მამა, ბებია პაპა და ძმა – ყველა მსახიობია ჩემ გარშემო. მამა გახლავთ კახა გოგიძე, დედა – ხათუნა ღუღუნიშვილი, ბებია ლია სულუაშვილი დღესაც მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ბებია 19 წლის იყო, როცა პაპაჩემთან ერთად მესხეთში ჩავიდა და მას შემდეგ იქ დაფუძნდა. მეც მსახიობების ამ საოცარ წრეში აღმოჩნდი და მთელი ბავშვობა მათ გარემოცვაში გავატარე. ჩემი ოჯახის წევრები როცა სცენაზე იდგნენ, მე და ჩემი ძმა კულისებში ვიყავით ხოლმე და შესაბამისად, ორივე თეატრში გავიზარდეთ. თეატრის მტვერი ძალიან პატარა ასაკიდან ჩავყლაპეთ. საერთოდაც, ჩემმა ძმამ ფეხი სცენაზე აიდგა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და თეატრის სცენაზე დააგორეს და პირველადი სცენის მტვერი მაშინ ჩაყლაპა.

 

სწორედ ასეთი გარემოს დამსახურება იყო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მსახიობი და ჩამებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ალბათ მარტო ჩვენს სფეროს ეხება, რომ არც ერთ მსახიობ მშობელს არ უნდა, რომ შვილი მის გზაზე წავიდეს. ეს ალბათ იმიტომ, რომ დაუფასებელი პროფესიაა
საქართველოში და ამ პროფესიით ოჯახის რჩენა არის შეუძლებელი.

 

Нет описания.

თუმცა, ჩემს ოჯახში წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს ჩემი მსახიობობის გამო. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგობა კი არ გამიწია, უბრალოდ, რჩევა მომცა, რომ იქნებ სხვა ფაკულტეტზე მეფიქრა, ეს იყო დედა. მისი ხათრით გამოცდების დროს თეატრალურთან ერთად სხვა ფაკულტეტებიც ჩავწერე, მაგრამ ჩემი ოცნება მაინც თეატრალურზე მოხვედრა იყო, რაც ამისრულდა კიდეც.

 

ვინაიდან მესხეთის თეატრში გავიზარდე, ძალიან მიყვარს იქაურობა და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახლციხეში წასვლა გადავწყვიტე. მართლა განსხვავებული სუნი აქვს იქაურ სცენას და ახლაც ძალიან მენატრება. სულ მალე 10 წელი გახდება, რაც მესხეთის თეატრში ვმუშაობ და ძალიან ბევრი როლი მაქვს ნათამაშები.

 

ძალიან ბევრ ქართველ და უცხოელ რეჟისორს აქვს დადგმული სპექტაკლი ახალციხის თეატრში და თითქმის ყველა მათგანში მითამაშია, რამაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა.

 

სკოლა რომ დავამთავრე, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, ამერიკაში გახლდით, „ფლექსის“ პროგრამით და ერთი წელი ვსწავლობდი.

 

Нет описания.
უკვე სამი თვეა, რაც მეუღლესთან და 6 წლის შვილთან ერთად ამერიკაში ჩამოვედი, უკვე როგორც ემიგრანტი. ძალიან მინდოდა, რომ საქართველოში ვყოფილიყავი  ბოლომდე ისე რეალიზებული, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ჩემთვის ფინანსური წარმატებაც მოყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება, მით უმეტეს – ჩემს პროფესიაში და იძულებული გავხდი, რომ ქვეყანა დამეტოვებინა.

 

 

ყველამ იცის, რომ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც ოცნების ახდენა და მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ამ ეტაპზე აქ ჯერჯერობით ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღდგება და შევძლებ, რომ ჩემი ოცნებებიც ავისრულო.

 

2019 წელს, ახალციხის თეატრში ჩამოვიდა ლიტველი რეჟისორი, ნინა ზაიკაუსკასი და ჩამოიტანა უკრაინული პიესა, – ივან ფრანკოს „მოპარული ბედნიერება“. ეს პიესა დრამატურგიაში უკვე კლასიკადაა აღიარებული. სპექტაკლში ანას როლი შევასრულე, რაც საკმაოდ რთული გახლდათ. ვფიქრობ, რომ კარგად გავართვი თავი და ახალციხის მაყურებელიც აღფრთოვანებული დარჩა.

 

შემდეგ სპექტაკლი წავიდეთ უკრაინულ თეატრალურ ფესტივალზე – „მელპომენე“ და აქაც ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად, მით უმეტეს, რომ უკრაინული პიესა იყო.
უკვე საქართველოში ჩამოსულს შემატყობინეს, რომ ამ ფესტივალზე ჩემთვის გადმოუციათ პრიზი – „სცენის ოსტატი“.

 

მამას პოპულარობა და ცნობადობა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ – მოუტანა, სადაც ის პრეზიდენტის როლს თამაშობს. ხალხმა შეიყვარა კახა და ძალიან მახარებს.

Нет описания.

მე და კახას არ გვაქვს მამაშვილური დამოკიდებულება, უფრო მეგობრები ვართ და მთელი ცხოვრება „მამას გოგოს“ მეძახიან და ჩემს თავს მეც ასე ვეძახი, რადგან ვთვლი, რომ ეს ასეა. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მამასთან. თუ რამე გამიჭირდება, ან და პრობლემის გადაწყვეტა მინდა, პირველი, ვისაც ვურეკავ, მამაა და ვიცი, რომ აუცილებლად მივიღებ მისგან კომპეტენტურ რჩევას. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა – 30 წლის გავხდი და ჯერ მე დამირეკა, მომილოცა და მართლა 30 წლის გახდიო? მეკითხებოდა. მერე დედაჩემს დაურეკა და თურმე რამდენჯერმე დღის განმავლობაში და ახლა იმს ეკითხებოდა – მართლა 30 წლის გახდა ჩვენი შვილიო? არ იჯერებდა, რომ მე უკვე დიდი გოგო ვარ, იმდენად სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ჩემთან და ისევ პატარა ვგონივარ.

 

მიმუშავია მასთან, როგორც რეჟისორთან და ამ შემთხვევაში ჩვენ შორის, როგორც მშობელსა და შვილს შორის, ზღვარი იშლება და ვხდებით რეჟისორი და მსახიობი, ერთმანეთისთვის, თუმცა როცა სპექტაკლს ნახულობს ჩემი ან ჩემი ძმის მონაწილეობით (ეს კი ზალიან იშვიათად ხდება), ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. კულისებში გამოვა, შემდეგ დარბაზში ჩავა, ისევ კულისებში ამოვა და ასე დადის. ახლა მენატრებიან ჩემი ოჯხის წევრები. მამა – განსაკუთრებულად.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X