00:42 | 2020-09-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მე და თამარი შევთანხმდით… – ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის გეგმებზე საუბრობს

მე და თამარი შევთანხმდით… – ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის გეგმებზე საუბრობს

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელმაც საზოგადოებას თავი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გააცნო, ამბობს, რომ ის და თამარი სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. ამიტომ, მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

 

სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით
2020-08-31სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით

ლობჟანიძის მტკიცებით, მან და თამარმა სამომავლო გეგმები დასახეს, ბევრ რამეზე შეთანხმდნენ და შეუძლებელია, რომ მას თავი მოეკლა.

 

 

„თამარი ვერ შეძლებდა ვერანაირი წამლით თავისი თავი მიეყვამა, იმ ზომამდე რომ თავი მოეკლა. იმიტომ რომ ის ძალიან ფაქიზი და ნაზი იყო. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით და არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მას სუიციდი ჩაედინა“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X