
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.
„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, ერთი თვის წინ, ბუდაპეშტში, მხარზე უმძიმესი ტრავმა მივიღე და ტოკიოს ოლიმპიადა ახლოვდებოდა, რაც, რა თქმა უნდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო, ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი.
პირადად მას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან მე დღეს აქ ვარ, მე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და ეს მისი დამსახურებაა. ცხოვრება მშვენიერია“, – ამბობს ლაშა ბექაური























