16:09 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა – მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს

მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა – მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, თუ რატომ არ ჩაატარა წირვა. მეუფე არ გამორიცხავს, რომ მას კორონავირუსი შეიძლება ქონდეს.

 

მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ადამიანებთან მიწევს შეხება. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი და ორ დღეში მეცოდინება პასუხი – ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი

 

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ერთ-ერთ ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე საბა ინწკირველმაც დაადასტურა. მღვდელმთავარი განმარტავდა, რომ მრევლი და ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა დეკანოზთან, გაფრთხილებული იყო საფრთხის შესახებ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ქართველი დეკანოზი, რომელსაც ამერიკაში კორონავირუსი დაუდგინდა
2020-03-25ვინ არის ქართველი დეკანოზი, რომელსაც ამერიკაში კორონავირუსი დაუდგინდა
ავტორი: Prime Time

X