09:31 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს – დონალდ ტრამპი

მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს – დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამი ჯო ბაიდენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც იგი ამბობს, „მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო“

 

მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს, რომელიც შავკანიანების მასობრივ დაკავებას ითვალისწინებდა.

 

„მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო. ეს იყო შავკანიანების მასობრივი დაკავებები, რომელთა შორის ბევრი მათგანი უდანაშაულო იყო. მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს და რომც ეცადათ, ვერ გააკეთებდნენ. ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს“, – განაცხადა ტრამპმა.

 

ნახეთ დეტალურად: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

ავტორი: Prime Time

X