
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის წინააღმდეგ აქციას არ დააორგანიზებს.
„ვიყავი მაშინ ორგანიზატორი ამ მოვლენებისა და ჩვენ დავდეთ პირობა, რომ არ დავუშვებთ ამას, თან ისე, რომ არ დაიღვაროს სისხლი. იმ დღიდან მე გავხდი ბრენდირებული მოძალადე იმ ხალხის მხრიდან, ვინც იმავე დღეებში სისხლში აბანავა რუსთაველის გამზირი.
რადგანაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ერთი კაცი ვარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი და შფოთის თავი და არ გინდათ დაინახოთ, რომ ეს არ უნდა ხალხს, მოდით ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი, მე წელს არ ვიქნები არაფრის ორგანიზატორი და თქვენ ნახავთ, რომ ხალხი თვითონ აღუდგება ამ ყველაფერს წინ“, – განაცხადა ვასაძემ.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთ კვირაში ლევან ვასაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის. ვასაძე დღეს მხარდამჭერებს ალექსანდრეს ბაღში შეხვდა, ის ამბობს, რომ მისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ პარტიად გარდაიქმნება.























