23:42 | 2020-07-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მე ისინი გავაფრთხილე… მერე ხვეწნას დაიწყებენ – ვინ და რატომ გააფრთხილა მირიან ნიკოლაძემ

მე ისინი გავაფრთხილე… მერე ხვეწნას დაიწყებენ – ვინ და რატომ გააფრთხილა მირიან ნიკოლაძემ

ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის გენეტიკური გიორგი შაქარაშვილის ზურგჩანთაზე, რომელმაც გამოძიების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი. ასევე დაგეგმილია ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზა.

 

ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი. ამოღებული ნიმუშები შედარდება მათი ფეხსაცმლიდან აღებულ ნიმუშებს. დაგეგმილია ასევე კიდევ რამოდენიმე ექსპერტიზა, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი.

 

აქედან გამომდინარე, ის, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ჩვენებებზე ვართ დამოკიდებული და ამ საქმის ფიგურანტები თუ ხმას არ ამოიღებენ ვერაფერი გაირკვევა, ცდებიან.

დღევანდელი ექსპერტიზა არ იძლევა პასუხს, მოკლულია თუ არა შაქარაშვილი! - თბილისის ყოფილი პროკურორი
2020-07-10დღევანდელი ექსპერტიზა არ იძლევა პასუხს, მოკლულია თუ არა შაქარაშვილი! - თბილისის ყოფილი პროკურორი

მე ისინი გავაფრთხილე, ისე მოუწევთ პასუხისგება, რომ მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე შეიძლება აღარავის აღარ აინტერესებდეს. ამიტომ ვამბობ, ახლავე მისცენ სწორი ჩვენებები“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი წყლით ასფიქსიაა, თუმცა, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც უფიქსირდება

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X