
რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი, – ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ „ქრონიკის“ კითხვას, რამდენად შორს შეუძლია ევროკავშირს წასვლა ასოცირებული ტრიოს მისწრაფებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მიმდინარეო რეფორმების შესახებ ისაუბრა, რითაც ლიეტუვის პრეზიდენტი კმაყოფილია.
„მე მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. მან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ. მე მქონდა შესაძლებლობა საქართველოში ჩავსულიყავი და ბედნიერი ვარ საქართველოდან წამოსული კარგი ახალი ამბებით. რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: რატომ არ აქვს აზრი, სამთავრობო შენობაში შეჭრას, განსხვავებით ვარდების რევოლუციის სიტუაციისგან – გია ბარამიძე






















