12:45 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

„მე მის კოვიდი ვარ” – „მის სამყაროზე” საფრანგეთის წარმომადგენელს კონკურსის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა 

„მე მის კოვიდი ვარ” – „მის სამყაროზე” საფრანგეთის წარმომადგენელს კონკურსის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა 

ისრაელში „მის სამყაროს” კონკურსზე ჩასულ „მის საფრანგეთს” 29 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

 

24 წლის კლემანს ბოტინო 14 დღიან იზოლაციაშია გადაყვანილი, კონკურსში მისი მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია, რადგან კონკურსი 12 დეკემბერს იმართება.

5 წლის გიორგიმ სიმსივნე და კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ მას ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება
2021-12-025 წლის გიორგიმ სიმსივნე და კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ მას ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება

 

მის საფრანგეთის ინფიცირებამ შესაძლოა კონკურსში სხვების მონაწილეობასაც შეუქმნას რისკი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კლემანს ბოტინო ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე პოზირებდა მის მექსიკასთან, მის ალბანეთთან და მის ნიკარაგუასთან.

 

როგორც კლემანს ბოტინომ სოციალურ ქსელში დაწერა, ის იმედგაცრუებულია და ბევრი იტირა. მის საფრანგეთი თავის თავს ხუმრობით – „მის კოვიდს” უწოდებს და საზოგადოებას ურჩევს თავს გაუფრთხილდნენ, რადგან ვირუსი ნამდვილად არსებობს და ის ჩვენთან ახლოსაა.

 

კლემანსბოტინო მის საფრანგეთის კონკურსში საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის გვადელუპას სახელით მონაწილეობდა.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლეები და ვიდეოები ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X