11:38 | 2021-10-11 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„მე მისათითებელი ლიდერი არ მჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას საქციელმა გააბრაზა

„მე მისათითებელი ლიდერი არ მჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას საქციელმა გააბრაზა

გუშინ “კანონისა და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

 

აქციას, გარკვეული მიზეზების გამო, არ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რამაც ჩარკვიანის გაღიზიანება გამოიწვია.

სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა: თამაზ მოლაშვილი
2021-10-11სულხანს რომ აწამებდნენ, სურათები სააკაშვილთან მიჰქონდათ და იგი ამით ტკბებოდა: თამაზ მოლაშვილი

 

როგორც ჩარკვიანმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, მას არ სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელსაც უნდა მიუთითოს, სად უნდა მივიდეს და სად – არა.

 

„მელიას, პარტიის ლიდერს, მე უნდა მივუთითო რუსთაველზე შენი პარტიის დამფუძნებლის მხარდამჭერები დგანან და იქ მოდი მეთქი? მე უნდა შევეხვერწო? თუ ის მისათითებელი ლიდერია, გეუბნებით, რომ ასეთი ლიდერი მე არ მჭირდება, აგერ საქართველო გვეღუპება.

 

მთელი არსებით მაქვს თავი გადადებული, უბრალოდ, ერთი ცალი ვარ. იმას კი არ გეუბნებით, მე ვარ და ჩემი ნაბადითქო, როგორ გეკადრებათ. ნიკა მელიას ეს საქციელი გასაკვირი იყო და გაუკვირდათ იქ მოსულ ადამიანებს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გუშინ, პარლამენტის წინ გაიმართა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X