
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
მისი თქმით, მან ხმა ოპოზიციურ ძალებს მისცა.
„მე მივიღე მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელიც ეხებოდა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალ. და მივეცი ხმა იმას, რომ დამთავრდეს სიღარიბის, უიმედობის, შანტაჟით მართვით ჭაობი და ცოტა მაინც სუფთა წყალი შემოვიდეს სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ხმა მივეცი ოპოზიციურ ძალებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























